
ქმარმა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
06/07/2020 05:58:26 სამართალი
სურამში 30 წლამდე ქალი ქმარმა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეუღლეზე თავდასხმა გამთენიისას, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე მოხდა, როდესაც ქალს ეძინა.
მკვლელობის დროს შინ იმყოფებოდა წყვილის სამი მცირეწლოვანი შვილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიებას 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო. რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.