Accentnews.ge
დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო

06/07/2020 08:53:35 საზოგადოება, რეკლამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს, ჯამში, 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის.

„დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საგრანტო განაცხადების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საგრანტო განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:

  • თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქუჩა N1;
  • რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე - infoidp@moh.gov.ge .

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/75c56 ,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S