
შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა
06/07/2020 08:52:03 სამართალი
ნოტარიუსმა ბაჩანა შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური საქმე აღძრა. მიზეზად პოლიტიკურად მოტივირებული Facebook პოსტი დასახელდა.
„შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი იმ ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე, რომლითაც ჩემ წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინალური წარმოება ფეისბუკ პოსტების გამო, სადაც გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ მე მაქვს პოლიტიკურად მიკერძოებული ფეისბუკ პოსტები“,-აცხადებს ბაჩანა შენგელია.
სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. განჩინება ძალაშია მანამ, სანამ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაზე ბაჩანა შენგელიას სარჩელს არსებითად არ განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნულს წინ უძღოდა შენგელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყება, რასაც თავად შენგელია პოლიტიკურ დევნად აფასებს.
თავად შენგელია საზოგადოებისთვის ცნობილი დედამისის – ია კერზაიას ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გახდა
2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.
კერზაიას საქმეზე მისი ოჯახი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივის.