Accentnews.ge
სურამში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

სურამში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

06/07/2020 09:56:23 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი სურამში დააკავეს. მას ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავებიან. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობას, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, თავდასხმისას ქალს ეძინა, ხოლო შინ წყვილის სამი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S