Accentnews.ge
უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას გადაწყვეტენ, „ექსიმ ბანკში“ საკრედიტო ხაზია გამოყოფილი

უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას გადაწყვეტენ, „ექსიმ ბანკში“ საკრედიტო ხაზია გამოყოფილი

06/07/2020 15:00:16 ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობაზე საქართველოსა და უნგრეთს ერთნაირი ხედვა აქვთ. ამის შესახებ მინისტრმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენს მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს დივერსიფიკაცია სურთ. მათ შორის არიან უნგრელი ინვესტორებიც. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკ „ექსიმ ბანკში“ სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S