Accentnews.ge
EMC-მ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გაუგზავნა

EMC-მ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გაუგზავნა

07/07/2020 05:43:07 კონფლიქტები

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა(EMC) გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გაუგზავნა.

ანგარიშში მიმოხილულია 2019 წლის სექტემბერში ოკუპირებული ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი და გადაადგილების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის მძიმე სოციალური შედეგები. საუბარია თვითნებურად დაკავების გახშირებულ შემთხვევებზე, მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე.

ანგარიშში აღწერილია პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ყურადღება გამახვილებულია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არსებულ იზოლაციის პოლიტიკაზე, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუზღუდა დროულ და ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

გარდა ამისა, საუბარია დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკასა და ვირუსის გავრცელებაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას დადანაშაულებაზე.

ანგარიში ეხება ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დევნის საქმეს, რომლის გამოც EMC სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

EMC აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმების არარსებობის პირობებში, უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S