Accentnews.ge
ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება: "თბილისი რევანშსა და სხვისი მიწების დაკავებაზე ოცნებობს"

ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება: "თბილისი რევანშსა და სხვისი მიწების დაკავებაზე ოცნებობს"

07/07/2020 06:11:32 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "თბილისი რევანშსა და სხვისი მიწების დაკავებაზე ოცნებობს".

„დამატებითი შეიარაღების კონცენტრირება, მასირებული აგრესიული რიტორიკა სამხრეთ ოსეთის მისამართით და სასაზღვრო ტერიტორიებზე მუდმივი პროვოკაციები, უკანონო საპოლიციო პოსტები მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი ოცნებობს რევანშსა და სხვისი მიწების დაკავებაზე. გასაგებია, რატომ არ სურს საქართველოს ხელი მოაწეროს სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოსური მხარის თქმით, "საქართველოს ევროპის ქვეყნების მხარდაჭერას ყველაფერზე ნებადართულობის სიგნალად აღიქვამს“.

განცხადებაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ "საქართველოს პოლიტიკური ელიტის ნაწილისთვის ოსური და აფხაზეთის თემატიკის წამოწევა ამომრჩეველთა ხმების მოზიდვის დამატებითი ინსტრუმენტი ხდება".

დე ფაქტო საგარეო უწყება საერთაშორისო გაერთიანებასაც მიმართავს და მოუწოდებს, "დაგმოს საქართველოს საშიში კურსი, რომელიც მიმართულია ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე მილიტარიზებული ზონების შექმნისკენ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S