აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ის შეჩერებას ითხოვს

07-07-2020 10:50:42 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტის შეჩერებას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრიდა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა.

საუბარია იმაზეც, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებები და მათი შევიწროვებისაგან დაცვა:

"განსაზღვრული დახმარება არ იქნეს გამოყოფილი მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებლად; მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და რეგულაციების განმტკიცებით; კერძო სექტორთან მიმართებაში კანონის უზენაესობის დასაცავად, მათ შორის უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესები სა და ინვესტიციების დასაცავად", – აღნიშნულია კანონპროექტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები