Accentnews.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა

07/07/2020 09:04:18 საზოგადოება, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა.

მათი ინფორმაციით, გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი, რადგან ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყეში ხანძრის გაჩენას ხელს უწყობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება.

მათი შეფასებით, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ივლისამდე, საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში, 7-8 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი, 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S