![სტეპაშინმა აღიარა, რომ 1992 წელს საქართველოში ბასაევი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებდა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/Screenshot_at_2020-07-07_13-28-12.png)
სტეპაშინმა აღიარა, რომ 1992 წელს საქართველოში ბასაევი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებდა [ვიდეო]
07/07/2020 09:22:48 კონფლიქტები
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა შეფმა სერგეი სტეპაშინმა აღიარა, რომ შამილ ბასაევი აფხაზეთის ომის დროს რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა.
შესაბამისი შინაარსის განცხადება მან ტელეინტერვიუს მსვლელობისას გააკეთა:
"ვინც ბასაევის ისტორია იცის, ის პროფესიონალი ტერორისტი იყო და თვითმფრინავებს ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იტაცებდა. სხვათა შორის, მას ჰყავდა ე.წ. ბატალიონი “აფხაზეთი”, რომელიც 1992 წელს, საქართველოსთან ომის დროს სისხლის გუბეებს აყენებდა და არძიმბამ მას ამისთვის "აფხაზეთის გმირის ოქროს ვარსკვლავი" უბოძა… როგორც ჩანს, ჩვენი ამხანაგებიდანაც მუშაობდა მაშინ ბასაევთან ვიღაც, მაგრამ არა ФСБ [უსაფრთხოების ფედერალური სამსახური] და ФСК”.
თავის დროზე ვრცელდებოდა ინფორმაცია ბასაევის ГРУ-სთან (რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) თანამშრომლობის შესახებ. მაღალი ალბათობით, სწორედ ამ სპეცსამსახურზე მიანიშნა ინტერვიუში სტეპაშინმაც.