Accentnews.ge
ტიკარაძე – ფრენების აღდგენაზე: „გამოკვეთილია გარკვეული ქვეყნები“

ტიკარაძე – ფრენების აღდგენაზე: „გამოკვეთილია გარკვეული ქვეყნები“

07/07/2020 09:43:57 ეკონომიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ევროპის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გამოყოფილია რამდენიმე ქვეყანა, სადაც საქართველოს მსგავსი ეპიდვითარებაა.

„საქართველო ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მოხვდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს, როგორც მწვანე ქვეყანას. შესაბამისად, მზად არის, გაუხსნას საზღვრები.

გამოკვეთილი არის გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია საქართველოს მსგავსია, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას არ ექნება საქართველოს ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა.

შესაბამისად, დღეს ჩვენ მუშაობთ ინდივიდუალურად ამ ქვეყნებთან იმისათვის, რომ მოხდეს დეტალურად შეთანხმება, რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან პირიქით და თუკი ევროპელი მგზავრი იმგზავრებს საქართველოს მიმართულებით“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ინფორმაციისთვის: 7 ივლისის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 838 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა. სადღეისოდ ქვეყანაში 105 ლაბორატორიულად დადასტურებული აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S