Accentnews.ge
ადვოკატი – შაქარაშვილის საქმეზე: "საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებითაა ჩატარებული“

ადვოკატი – შაქარაშვილის საქმეზე: "საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებითაა ჩატარებული“

07/07/2020 13:51:24 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი დღეს მცხეთის პოლიციაში იმყოფებოდა. იურისტები საქმის მასალებს ეცნობიან.

ადვოკატის ინფორმაციით, რიგი საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებითაა ჩატარებული.

"სამედიცინო ექსპერტიზებზე პირები გადაგზავნილი არიან გუშინ. პასუხი უკვე წინასწარვე ცნობილია ალბათ, რომ მათ არანაირი დაზიანება უკვე აღარ შეიძლება, რომ აღენიშნებოდეს. შესაბამისად, გაურკვეველია რას ემსახურებოდა 17 დღის შემდეგ მათი ექსპერტიზაზე გაგზავნა. ერთ-ერთია გიორგი ქათამაძე. გვარები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არიან 19 რიცხვის ფიგურანტები," - განაცხადა არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S