
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
07/07/2020 18:38:57 სამართალი
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისხევის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი პირი კი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.