
მცხეთაში ორი ადამიანი მოკლეს
07/07/2020 21:12:02 სამართალი
მცხეთაში ორი ადამიანი მოკლეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. დანაშაული თავისუფლების თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.