
წინანდალში, სასტუმრო რედისონში ხანძარია
07/07/2020 21:16:48 სამართალი
წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სასტუმროდან მოქალაქეები ევაკუირებული არიან.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო ჯგუფი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
სასტუმროში დაკვამლიანება ღამის 12:00 საათისთვის შენიშნეს. წინასწარი ვარაუდით, აალება საუნიდან დაიწყო.