Accentnews.ge
მცხეთაში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები

მცხეთაში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები

08/07/2020 05:49:02 სამართალი

მცხეთის მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა“, - ამბობენ მეზობლები.

რაც შეეხება მოტივს, მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია, რასაც არაოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ - ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ციხიდან 10–წლიანი პატიმრობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

შეგახსენებთ, მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S