Accentnews.ge
ორი კაცის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ორი კაცის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

08/07/2020 09:18:24 სამართალი

ორი დღის წინ მუხრანში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, ირკვევა, რომ 28 წლის გიორგი ოკინაშვილმა, რომელმაც სავარაუდოდ მამა და ბაბუა მოკლა, საპატიმრო 2020 წლის 29 ივნისს დატოვა. ის სასჯელს შუა ხნის ქალის მკვლელობისთვის იხდიდა.

რაც შეეხება უშუალოდ ახალ კრიმინალურს ფაქტს, როგორც ადგილობრივები ყვებიან, სავარაუდოდ, ოკინაშვილი გვიან ღამით, ჯერ ბაბუას დაესხა თავს, შემდეგ კი მამას. მამამ გაქცევა სცადა, თუმცა ოკინაშვილი მას დაეწია და ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. შემდეგ ის მივიდა დედასა და დასთან და ფული სთხოვა, მოგვიანებით კი მეზობლის ავტომანქანა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად ის მიმალვაშია.

რაც შეეხება კრიმინალური აქტის მოტივს, მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი შესაძლოა, სექსუალური ძალადობა იყოს. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია, რასაც არაოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ - ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი „რუსთავი 2“–თან.

მეზობლები ასევე ყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელი მრავალი წლის მანძილზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო: ბაბუა მასზე ძალადობდა, მამა კი, ამ ძალადობას ხელს უწყობდა, ან რეაგირებას არ ახდენდა.

მეზობლების თქმით, ძალადობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ბავშვობაში მას ბორკილებით ხან საწოლზე აბამდნენ, ხან აივანზე, ზამთარში კი ნახევრად შიშველს ტოვებდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S