Accentnews.ge
5 ახალგორელ ახალგაზრდას ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მისცეს

5 ახალგორელ ახალგაზრდას ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მისცეს

08/07/2020 10:31:22 კონფლიქტები

ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად ხუთ ახალგაზრდას გამოუშვებენ. ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება „ეხო კავკაზას“ სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა აცნობა . აქტივისტის თქმით, „მათთვის გზა გაიხსნება“.

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ახალგორელი აბიტურიენტები გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისგან, რადგან სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდნენ.

ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ე.წ. საზღვრების დაკეტვის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვერ მონაწილეობენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და სწავლის საფასურს სახელმწიფო გადაუხდის.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტში დაკეტა კორონავირუსის პანდემიის გამო. მარტის შემდეგ „საზღვარი“ რამდენჯერმე, ჰუმანიტარული მიზნით გახსნეს.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში დაკეტა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S