Accentnews.ge
თავშესაფრის თანამშრომელს ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წელი მიესაჯა

თავშესაფრის თანამშრომელს ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წელი მიესაჯა

08/07/2020 11:23:53 სამართალი

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,- იუწყება საქართველოს პროკურატურა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავშესაფრის თანამშრომელი დამნაშავედ სცნო.

სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S