ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე წყალმცენარეების უჩვეულოდ ჭარბ მატებას იკვლევენ

08-07-2020 16:26:42 ეს საინტერესოა ,რეკლამა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და ამჟამად კვლევა მიმდინარეობს: აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები