
სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს
08/07/2020 13:35:24 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდის თენგიზ ლაკერბაიას მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს. როგორც აფხაზური მედია იუწყება, სოხუმში 30–მდე დემონსტრანტი შეიკრიბა.
დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, აქცია სანქცირებული არ იყო და 15 პირი პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს.
თენგიზ ლაკერბაია 2020 წლის 7 მარტს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივმა სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს 4 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა.