Accentnews.ge
თელავის საკრებულოს დეპუტატით გამოძიება დაინტერესდა

თელავის საკრებულოს დეპუტატით გამოძიება დაინტერესდა

08/07/2020 15:17:03 სამართალი

თელავის საკრებულოს წევრის მიხეილ გრემელაშვილის ოჯახის წევრებს პოლიციაში კითხავენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

გრემელაშვილის მიერ, შვილებზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია მისმა ნათესავმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

პოსტში ნათქვამია, რომ „ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება“.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის საკრებულოში "ქართული ოცნების“ დეპუტატია 2017 წლიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S