Accentnews.ge
გამყრელიძე: „ვმუშაობთ გეგმაზე, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება, მას მომზადებული შევხვდეთ“

გამყრელიძე: „ვმუშაობთ გეგმაზე, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება, მას მომზადებული შევხვდეთ“

08/07/2020 15:25:39 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობა მიდის გეგმაზე, რომ COVID-19–ს მეორე და მესამე ტალღის შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს.

„დღევანდელ ეტაპამდე ეპიდემიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. უკვე მესამე დღეა, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. სიტუაცია სრულად მართვადია იქაც, დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების არავითარი მომატებული რისკი არ იქნება, იმდენად გათვლილია ყველა ეტაპი. ამჟამად სერიოზულად ვმუშაობთ გეგმაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, მას მომზადებული შევხვდეთ. ეს მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების, ლაბორატორიული მუშაკების, ტესტირებების გაფართოება,“-აღნიშნა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S