
ადვოკატი ამბობს, რომ პირი ცნობილი კადრებიდან გამოკითხვაზე იმყოფება
08/07/2020 19:39:03 სამართალი
ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის თამრ აბესაძის ინფორმაციით, პირი, რომელიც მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს, ამ წუთებში შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბილანიშვილის გამოკითხვის შემდეგ განუცადა. გამოკითხვის პროცესი დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბილანიშვილმა წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ის კადრებზე ასახულ დროსა და ადგილზე არ იმყოფებოდა.
ანალოგიური კომენტარი გააკეთა ბილანიშვილმა "ტვ პირველთან". თქვა. რომ შაქარაშვილის საქმის და ამ საქმეში ფიგურანტი პირების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყო, რომ დაკავებულებს შესაძლოა, ზოგადად იცნობდეს, როგორც უბნელებს, მაგრამ მეგობრობა არ აკავშირებს.
როგორც ცნობილია, მედიამ მოიპოვა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომელზეც თეტრპერანგიანი კაცის შაქარაშვილის საქმის მოწმის გურამ ამირხანაშვილის დაახლოებით, 4–წუთიანი შეხვედრაა ასახული. შეხვედრა დიდუბის სადგურში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ შედგა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.
საქმის ფარგლებში დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე ამირხანაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ოთხ ჩვენებაში არ საუბრობს.