
საქსტატი – საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ქვეყანა რუსეთია
19/06/2019 08:53:51 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, – საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ქვეყანა რუსეთია.
2019 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ოკუპანტ ქვეყანაში ექსპორტმა 218 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 27.9%-ით მეტია.
რუსეთში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:
• ფეროშენადნობები - 56 ათასი ტონა, ღირებულება $61.6 მილიონი;
• ღვინოები - 16.6 მილიონი ლიტრი, ღირებულება $51 მილიონი;
• მინერალური წყლები - 39 მილიონი ლიტრი, ღირებულება $25.7 მილიონი;
• ფილტრები, ცენტრიფუგები, აირის ან სითხის საფილტრავი ან გასაწმენდი - $15.7 მილიონი;
• სპირტიანი სასმელები - 2.5 მილიონი ლიტრი, ღირებულება $12.2 მილიონი.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
1. რუსეთის ფედერაცია - $218 მილიონი, ზრდა 27.8%;
2. აზერბაიჯანი - $168 მილიონი, ზრდა 4%;
3. ბულგარეთი - $119 მილიონი, ზრდა 23%;
4. სომხეთი - $116 მილიონი, ზრდა 19.9%;
5. უკრაინა - $109 მილიონი, ზრდა 78%;
6. თურქეთი - $106 მილიონი, კლება 21.9%;
7. რუმინეთი - $94 მილიონი, ზრდა 245%;
8. ჩინეთი - $49 მილიონი, კლება 16.3%;
9. აშშ - $47 მილიონი, კლება 27.6%;
10. არაბთა გაერთიანებული საემიროები - $40 მილიონი, ზრდა 16,6%.
2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $4,95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი $1,46 მილიარდი აშშ დოლარი იყო (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $3,49 მილიარდი აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში $2,02 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.