Accentnews.ge
ყურძნის რიგი ჯიშების ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება

ყურძნის რიგი ჯიშების ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება

09/07/2020 07:35:00 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე ფერმერები არიან და მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

„მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დავალება აქვს მიღებული. თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, თუ უკიდურესი აუცილებლობა დადგა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძენზე, რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს კრიზისის პირობებში ის მინიმალური შესაძლებლობაა, რაც ჩვენ შეგვიძლია, ქართველ მეცენახეებს დღეს დახმარების სახით გავუწიოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S