კადიროვი უმაროვის მკვლელობაში “რუსეთისა და პირადად მის წინააღმდეგ მოქმედ უცხოურ სპეცსამსახურებს” ადანაშაულებს

09-07-2020 12:09:19 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ავსტრიაში ჩეჩენ პოლიტემიგრანტ მამიხან უმაროვის (იგივე ვენელი ანზორის) მკვლელობას “რუსეთისა და პირადად კადიროვის წინააღმდეგ მოქმედ უცხოურ სპეცსამსახუებს” უკავშირებს.

«ვენელი ანზორიც, ძველი მანსურიც, სხვა ბლოგერებიც, რომლებიც ფულს ფსევდოპატრიოტიზმით შოულობენ, რუსეთის და პირადად ჩემს წინააღმდეგ მოქმედი სპეცსამსახურების მსხვერპლებად იქცევიან. გაყიდული მომკივანები ამ სამუშაოში გასამრჯელოს იღებენ, მერე კი მათ კლავენ, როგორც გამოგონილი “სიმართლის” ვითომდა უმანკო მსხვერპლებს, და ეს ყველაფერი – კაცობრიობის იდეალების, დემოკრატიის საფარქვეშ. პარადოქსია: სპეცამსახურების ფულით მოქმედი მკვლელები კავდებიან მსგავსი ძაღლების გადარჩენით თითოეული სიტყვისათვის სამარცხვინო პასუხისგებისგან!» - დაწერა კადიროვმა დღეს, გამთენიისას თავის ტელეგრამ-ექაუნთში.

  • უმაროვი 4 ივნისს ვენის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში გასროლით მოკლეს. ბოლო პერიოდში მას იუთუბ-არხზე ბლოგი მიჰყავდა და ხშირად აკრიტიკებდა კრემლსა და კადიროვს, მათ შორის – ხანდახან უცენზურო ლექსიკის გამოყენებით.
  • ეჭვმიტანილების სტატუსით დაკავებულები არიან ჩეჩნეთის მკვიდრები სარალი ახტაევი და სალმან მაგამადოვი.
  • ავსტრიის პოლიციამ დაადასტურა, რომ მკვლელობის საქმეს ტერორიზმთან ბრძოლისა და კონსტიტუციის დაცვის სახელმწიფო სამმართველო იძიებს. მკვლელობის მოტივები გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, თუმცა იგი პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს. ავსტრიის შს მინისტრმა მკვლელობის დამკვეთების დადგენის პირობა დადო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები