Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმე: ადვოკატი მოწმის ჩვენებებსა და 19 ივნისის მოვლენებზე საუბრობს

შაქარაშვილის საქმე: ადვოკატი მოწმის ჩვენებებსა და 19 ივნისის მოვლენებზე საუბრობს

09/07/2020 08:06:47 სამართალი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ახვლედიანს გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენება არ შეუცვლია.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ახვლედიანს პირველი ჩვენება თხრობით ფორმაში აქვს მიცემული, მეორეში გამოძიების კითხვებს პასუხობს და ორივე მათგანში მკაფიოდ ამბობს, რომ მაგისტრალზე საცემად მისდევდნენ.

კითხვაზს, რატომ არ გამოიძახა ახვლედიანმა საპატრულო პოლიცია ინციდენტის დროს, ადვოკატი პასუხობს, რომ ის „დაბნეული და შეშინებული იყო, თუმცა დღეს ნანობს, რომ პოლიციას არ დაურეკა“.

ადვოკატი თავის დაცვის შქვეშ მყოფ პირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ახვლედიანი დახმარების მიზნით მეგობარს ურეკავდა და მან – ლუკა ბეჟანიშვილმა ტაქსი გაუგზავნა, ხოლო ახვლედიანმა ბუჩქებიდან გამოსვლა მხოლოდ ტაქსის მიერ სამჯერ დასიგნალების შემდეგ გაბედა, რაც ტაქსის მძღოლთან იყო შეთანხმებული – ამ ჟესტით მძღოლს ადგილზე მისვლა უნდა ენიშნებინა.

ადვოკატის თანახმად, შემდეგ ახვლედიანმა დახეული და სისხლიანი პერანგი ნაგვის ურნაში ჩააგდო, რადგან ოჯახის შეეშინდა და ეს პერანგი საქმეში არ დევს.

რაც შეეხება შაქარაშვილის გაუჩინარებას, ადვოკატი ამბობს, რომ ამის შესახებ ახვლედიანმა მხოლოდ მეორე დღეს გაიგო მეგობრისგან, წვეულების მასპინძელ ანი გაბეჩავასგან.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S