სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა (ვიდეო)

09-07-2020 12:42:03 საზოგადოება ,რეგიონები ,რეკლამა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაასრულა.

პროექტი ითვალისწინებდა XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახითშვაბების ქუჩის რეაბილიტაცია სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება მილიონნახევარ ლარს შეადგენსშვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათების მოწყობას.

ასურეთის, ძველი ელიზაბეტტალის ისტორიას იხსენებენ იქაური მცხოვრებლები, გერმანელების შთამომავალი ნათელა ლაიშვილი და ასურეთის საჯარო სკოლის პედაგოგი იზოლდა გორგასლიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები