Accentnews.ge
"გპირდებით, ვიქნები წინა ხაზზე თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე"

"გპირდებით, ვიქნები წინა ხაზზე თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე"

09/07/2020 11:41:05 საშინაო პოლიტიკა

"მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში დააბრუნა:

"ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში. მისი შვილი, ბერა, რომელიც მეგობრობს „კანონიერ ქურდთან“ და მის შვილთან, „კაწროსთან“, შექმნეს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც დადის და ხოცავს ახალგაზრდებს. ივანიშვილის ძმამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ასკანელებმა, შექმნეს ასევე, გაკრიმინალურებული სპორტსმენებისა და ბანდიტების დაჯგუფება, რომელიც ატერორებს, ართმევს ბიზნესს, აშინებს პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში. მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არც ერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია".

მისივე თქმით, პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა "საქართველოს სანქციები დაადო":

"ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და ახლა სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ თვითონ არის იქ".

სააკაშვილის განცხადებით, მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი:

„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S