Accentnews.ge
„თიბისის“ Facebook გვერდის დახმარებით ნანა ექვთიმიშვილის ვირტუალური სესია გაიმართება

„თიბისის“ Facebook გვერდის დახმარებით ნანა ექვთიმიშვილის ვირტუალური სესია გაიმართება

09/07/2020 11:57:25 ეკონომიკა, რეკლამა

“თიბისის” Live-სესიები - “აქ.ახლა” გრძელდება. "თიბისი ბანკის“ ცნობით, დღეს, 20:00 საათზე, „თიბისის“ Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით, რეჟისორის და მწერლის, ნანა ექვთიმიშვილის ვირტუალური სესია გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი კი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

„სესიის - „გრძელი ნათელი დღეები - აქ.ახლა“ ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის, თუ რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს უკავშირდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S