Accentnews.ge
"ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილება  მიუღებელია"

"ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილება  მიუღებელია"

09/07/2020 12:25:47 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის გადაწყვეტილება მიუღებელია.

,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის: მოსკოვის „ცსკა“-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

,,ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში”, – აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S