
საქართველოს პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ლორთქიფანიძეს მხარდაჭერას უცხადებს
09/07/2020 15:38:27 სამართალი
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს, პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ჰააგის სასამართლოში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, წარმატებები უსურვა მას, მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს მოსამართლეობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი.