Accentnews.ge
პარტია "რეფორმერი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

პარტია "რეფორმერი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

09/07/2020 15:14:13 საშინაო პოლიტიკა

ახალგაზრდების ჯგუფმა ახალი პარტია დააფუძნა. პარტია „რეფორმერი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს აპირებს. პარტიის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, რომ პარტია აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდებს.

„ჩვენი მიზანია, გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი. ცვლილებების დროა. 30 წელია, ვუყურებთ ერთი და იმავე სახეებს, რომლებიც გვპირდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი. ჩვენი გუნდის წევრებს გვაქვს სუფთა წარსული, ჩვენ ვართ ახალი სახეები და სწორედაც რომ, ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ ვართ ღია და გამჭვირვალე ყველასთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც“,- განაცხადა ჯანაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S