Accentnews.ge
გიორგი შაქარაშვილის ბიძა: "მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, ოჯახის ვერსია უნდა დადასტურდეს და ოჯახს ექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია"

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: "მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, ოჯახის ვერსია უნდა დადასტურდეს და ოჯახს ექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია"

09/07/2020 17:02:38 სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვერსია, რომელიც ოჯახს შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააჩნდა ხვალ ექსპერტიზის პასუხით უნდა დადასტურდეს.

"დარწმუნებული ვარ დაიწყება ახალი ეტაპი სისიხლის სამართლის საქმეში ამ ექსპერტიზით. მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ვერსია, რომელიც ოჯახს გააჩნდა უნდა დადასტურდეს და ოჯახს ექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია. აქამდე რისთვისაც ჯვარს გვაცვეს და მორალურად გაანადგურეს ისედაც გაუბედურებული ოჯახი, ამ ექსპერტიზით იმედი მაქვს, რომ ზუსტად ოჯახის ვერსია დადასტურდება და სამომავლოდ უკვე გვექნება საფუძველი იმისა, რომ დავაყენოთ გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მძიმე კვალიფიკაციით", – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ოჯახის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიორგი ხიდიდან გადავარდა და შემდეგ მდინარესთან თავად მივიდა, რადგან გადავარდნის შემდეგ მას ისეთი დაზიანებები მიადგებოდა, მდინარემდე დამოუკიდებლად მისვლას ფიზიკურად ვერ შეძლებდა.

ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S