Accentnews.ge
გლდანში უმისამართოდ ისროდნენ

გლდანში უმისამართოდ ისროდნენ

09/07/2020 21:31:10 სამართალი

თბილისში, მეტროს სადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კორპუსში კაცი იმყოფება, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ ისროდა.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები.

ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

განახლება

საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელის დავით მჟავიას განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სასწრაფო დახმარება კი პრევენციის მიზნით გამოიძახეს.

„ამ ეტაპზე ამოწურულია ყველა ნიუანსი. საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს პრესსამსახური“, – აცხადებს დავით მჟავია.

ტერიტორია უკვე დატოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S