Accentnews.ge
ფრანგული Air France საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს

ფრანგული Air France საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს

10/07/2020 02:19:44 ეკონომიკა

ფრანგული ავიაკომპანია Air France საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ანახლებს,- იუწყება avianews.

გამოცემის ცნობით, საქართველოში ფრანგული ავიაკომპანიის გენერალურ აგენტ კომპანია APG Georgia-ში განმარტავენ, რომ Air France სეზონურ ფრენებს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 1-ლი აგვისტოდან შეასრულებს.

Air France პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანიის გეგმა აქტიური იქნება 22 ოქტომბრის ჩათვლით.

ცნობისთვის: საქართველომ საზღვარი უპირობოდ ხუთი სახელმწიფოსთვის გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S