ვახტანგ გომელაურმა კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10-07-2020 08:56:39 პოლიტიკა ,რეკლამა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისთვის, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით შინაგან სამინისტრო გაძლიერდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით – დისკრიმინაციასთან და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა, კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა“, – აღნიშნავენ შსს-ში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები