თურნავა ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის პირველი მაგალითია უკვე გვაქვს

10-07-2020 10:13:21 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავას განცხადებით, ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია.

როგორც მინისტრმა კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის აღნიშნა, პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მლნ ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 300,000 კვ.მ. მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანასა და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები