
ცხინვალში კოვიდ-ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოავლინეს
10/07/2020 07:22:32 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
“იუგოსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, ინფიცირებულები, უკვე ტრადიციულად, რუსეთიდან, ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები არიან.
გაგლოევას ინფორმაციით, სადღეისოდ კარანტინში რჩება 272 ადამიანი, მათგან 194 – სამედიცინო დაწესებულებებში, მათი უმრავლესობა რუსეთიდანაა დაბრუნებული.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შესახებ აღარ ვრცელდებოდა.
სულ, 5 მაისს პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ინფიცირების 87 შემთხვევაა აღრიცხული.