
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან უკანონოდ 1 მილიონი რუბლი გადაჰქონდათ
10/07/2020 09:16:23 კონფლიქტები
რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე აფხაზეთის 37 წლის მკვიდრი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც რუსეთიდან “მწვანე დერეფნის” გამოყენებით ოკუპირებულ რეგიონში 1 მლნ რუბლი (დაახლოებით 14 184,42 აშშ დოლარი) შეჰქონდა. მამაკაცს, რომლის ჩანთა.,რუსეთის შსს-ს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს, თანხა დეკლარირებული არ ჰქონდა.
რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ნებადართულია ერთჯერადად თანხის გატანა მაქსიმუმ, 10 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტური ოდენობით. შესაბამისად, მამაკაცს 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა დაუბრუნეს, დანარჩენი კი ჩამოართვეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დანაშაული ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს. დაკავებულს დაეკისრება ჯარიმა, რომელმაც ჩამორთმეული თანხის სულ მცირე, ნახევარი, ხოლო მაქსიმუმ ორმაგი ოდენობა შეიძლება, შეადგინოს.