
რუსეთში კავკასიური ომის მონაწილეთა მემორიალის დემონტაჟი განხორციელდა
10/07/2020 09:50:35 კავკასია
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში კავკასიური ომის მონაწილეთა ამასწინათ დადგმული მემორიალის დემონტაჟი განხორციელდა.
მემორიალის გახსნა ამასწინათ ჩერქეზმა საზოგადო მოღვაწეებმა გააპროტესტეს, რომელთა წინაპრებიც XIX საუკუნის ამ კონფლიქტში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, - იუწყება «Кавказ.Реалии».
მისივე ინფორმაციით, სოჭის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ ადლერის რაიონში მემორიალი “სათანადო წინასწარი მსჯელობის გარეშე იყო აღმართული”.