
ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის ცხედარზე აღმოჩენილი დაზანებები სიკვდილთან უშუალო კავშირში არაა
10/07/2020 10:13:15 სამართალი
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზანებები, სიკვდილთან უშუალო კავშირში არაა. ამის შესახებ საუბარია დასკვნაში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა.
ექსპერტიზა ამბობს, რომ სიკვდილი დადგა ასფიქსიით წყალში დახრჩობით.
რაც შეეხება დაზიანებებს, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის ეპიზოდი სახელმწიფო ბრალდებამ ჯგუფურად განზრახ მკვლელობად შეაფასა. ამ ეტაპზე ბრალი არავის აქვს წარდგენილი.