Accentnews.ge
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა (ფოტო)

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა (ფოტო)

10/07/2020 11:31:58 სამართალი

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერესთან" ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველებს განცხადებით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი. რაც შეეხება ყვითელ მიკროავტობუსს, იგი ინციდენტში არ მონაწილეობდა.

როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S