
ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
10/07/2020 12:13:03 სამართალი
ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ პატარა ფოთის მონაკვეთში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ორი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.