
შაქარაშვილის ბიძა: "გახარია ტელევიზორის გარდა არ მყავს ნანახი არც მე და არც ოჯახის წევრებს"
10/07/2020 13:22:06 სამართალი
19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე არასერიოზულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.
"სერიოზულად მეკითხებით?! გახარია ტელევიზორის გარდა არ მყავს ნანახი არც მე და არც ოჯახის წევრებს",- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.