Accentnews.ge
აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გამართა

10/07/2020 13:36:04 კონფლიქტები, რეკლამა

კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ პროგრამის „სტაჟირება დევნილი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაერთიანებული მეწარმეების საწარმოებსა და კომპანიებში გაივლიან. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის დევნილი სტუდენტები სტაჟირებას სპეციალობების მიხედვით გაივლიან და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ. სტაჟირება მომავალ სპეციალისტებს დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და სამუშაო ჩვევების შეძენაში დაეხმარება. სტაჟირების შემდეგ მეწარმეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტები დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S