Accentnews.ge
13-17 ივლისს სოხუმი აფხაზეთში შესვლის მსურველებს ე.წ. დერეფანს კვლავ გაუხსნის

13-17 ივლისს სოხუმი აფხაზეთში შესვლის მსურველებს ე.წ. დერეფანს კვლავ გაუხსნის

10/07/2020 14:14:31 კონფლიქტები

13-დან 17 ივლისამდე ენგურის ხიდზე დე ფაქტო საზღვარი ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის მსურველთათვის დროებით კვლავ გაიხსნება.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, მოქალაქეთა შეშვება ადგილობრივი დროით, დილის 9:00-დან 19:00 სთ-მდე იწარმოებს.

«საზღვრის გადმოკვეთისთვის აუცილებელია, მოქალაქეს თან ჰქონდეს აფხაზეთის მოქალაქის უცხოური პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის შიდა პასპორტი, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის აფხაზეთში მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, აფხაზეთის შს ორგანოების მიერ გაცემული ფორმა № 9, 14 წლამე ასაკის ბავშვებისთვის – დაბადების მოწმობა», - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: მაისსა და ივნისში დე ფაქტო საზღვარი დროებით ორჯერ უკვე გახსნეს პირთათვის, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობდნენ და ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნება სურდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S