კუს ტბის საბაგირომ მგზავრების მომსახურება განაახლა

11-07-2020 10:43:26 საზოგადოება

კუს ტბის საბაგირომ მგზავრების მომსახურება განაახლა. დღეიდან იგი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი.

შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები