კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთი იმერეთში დადასტურდა

11-07-2020 10:53:10 საზოგადოება

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთი იმერეთში დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა პირს, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იყო მოთავსებული.

კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს, ასევე კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.

რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში 110 პირი იმყოფება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 981-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 851 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები